6 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

2019-11-11 10:42:07

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე დაშავებული 10 წლის ბავშვის და 34 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

"მამაკაცს ტრამვები აღენიშნებოდა გულმკერდისა და თავის არეში. პაციენტს უტარდება კლინიკოლაბორატოლიური კვლევები და გრძელდება მკურნალობა", - აცხადებენ "კლინიკა რუსთავში".

"ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე, არის მართვით სუნთქვაზე, ჩატერებული კვლევების საფუძველზე, დაზიანებები რომელიც მას აქვს მიყენებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მკურნალობა", - აცხადებენ იაშვილის სახელობის კლინიკაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის-ლილოს მაგისტრალზე გუშინ საღამოს მოხდა. ავარიის დროს 2 ადამიანი, მათ შორის 4 წწლის ბავშვი და 51 წლის ქალი გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა.