რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიას მცირეწლოვანი და შუახნის ქალი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილეზებული იყო 7 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.“ინფო რუსთავი” დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.