რუსთავის საკალათბურთო დარბაზში ერთმანეთს, რუსთავის „რუსთავი“ და ბათუმის „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველ ნაწილში, გუნდები თანაბარი ძალებით იბრძოდნენ, მეორე ნაწილში კი რუსთაველმა კალათბურთელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს. თამაში რამდენჯერმე, კალათბურთელების, მსაჯისა და გულშემატკივარს შორის მცირე კამათის გამო რამდენიმე წუთით შეფერხდა. საბოლოოდ შეხვედრა 13 ქულიანი სხვაობით „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა. რუსთაველმა კალათბურთელებმა 89 ქულის მოპოვება შეძლეს, მოწინააღმდეგე გუნდმა კი 76 ქულა მოიპოვა. მორიგ შეხვედრას კვლავ რუსთვის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს. „რუსთავის“ მეტოქე „მგზავრები“ იქნება.