კინოთეატრ "ამირანთან საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენებას აპროტესტებდნენ. [ვიდეო/video]
აქციაზე, იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე და "ქართული მარშის" წევრები.
"ამირანის" შესასვლელთან სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. აქციის მონაწილეები კინოთეატრში შევლას უშედეგოდ ცდილობნენ, მათ რამდენჯერმე ხმოვანი შაშხანებიც გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები და პოლიციელები, რომლებიც მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებნენ, ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციამ აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა.
ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებიც სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით იყვნენ აღჭურვილნი.