პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა

2019-11-08 21:24:34

კინოთეატრ "ამირანთან" სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაზიანებები აქვს მიღებული აქტივისტს, თუმცა, თვითმხილველების ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიღებული და ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. სუბელიანი ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციამ აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავა. თავდაპირველად დაკავებულ 2 პირთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ, რომლებიც „არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას".„აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს", - განაცხადეს შსს-ში.შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროსტესტისა და კინოთეტრების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უკვე დასრულდა.