სატვირთო მანქანა ხიდის ქვეშ გაიჭედა

2019-11-08 17:53:55

ქვემო ფონიჭალაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საავტომობილო გზაზე მოძრავი სატვირთო ავტობანზე მდებარე ერთ-ერთი ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და გაიჭედა. მანქანა ამ დრომდე ხიდის ქვეშ არის გაჭედილი. ინფო რუსთავის ინფორმაციით სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული არ არის.