ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-11-08 13:57:15

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მოსკოვის გამზირზე.

არსებული ინფორმაციით, "მაზდას" მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.