პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია [video]

2019-11-07 18:16:24

"პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია" - საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა რუსთავის პროფესიულ კოლეჯში "მოდუსში" გაიმართა. [ვიდეო/video]

კამპანიის მიზანი, რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების, საგანმანათლებლო სერვისებზე ინფორმირებაა.

შეხვედრის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.

"მოდუსს სტუმრობდნენ საქართველოს ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც შეხვდნენ რუსთავის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს. კამპანიას აქვს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხასიათი და მოტივაციის ხასიათი ახალგაზრდებში", - განაცხადა კოლეჯი "მოდუსის" დირექტორმა კაკი კერვალიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს რაგბის წევრები, განათლერბისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის დირექტორის მოადგილე, იოჰანეს შრტიტმატერი  და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდნენ.

"ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ პროფესიული განვითარება, განათლება ჩვენი ქალაქისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, გარდა თეორიული კურსისა კოლეჯ "მოდუსს" აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა საწარმოებთან გაფორმებული, სადაც პრაქტიკის მიღება თეორიულ კურსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

პროექტი "სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.


RUSTAVI