ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-11-07 17:46:18

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთხავში შარტავას გამზირზე.

ერთმანეთს "სუზუკის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავარიის შემდეგ მიკროავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

RUSTAVI