რუსთაველი ქვიარ ახალგაზრდა ჯარში გაიწვიეს [video]

2019-11-07 00:13:33

რუსთაველი ქვიარ ახალგაზრდა, პირობითი სახელით Drago Flowers, ჯარში გაიწვიეს. "ჯარში გამიწვიეს ღმერთო ჩემო, არა თავს მოვიკლავ", - წერს ის სოციალურ ქსელში. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი" მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შინაარსით დაინტერესდა და ახალგაზრდას დაუკავშირდა. როგორც ახალგაზრდამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა მის ძალებს აღემატება და ამისთვის არც ფიზიკურად და არც მორალურად მზად არ არის.

"იმდენად საშინელი იქნება ჩემთვის ეს სიტუაცია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ წავიდე. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ქვეყანას ჩემთვის კარგი არაფერი გაუკეთებია და ძალიან არ მესიამოვნება, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ვიყო. რაც შეეხება ჯარს, ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან და ფსიქოლოგიური ასპექტიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელი იქნება ჩემთვის ეს ყველაფერი", - აცხადებს რუსთაველი ქვიარ ახალგაზრდა.

მისივე ინფორმაციით, ერთადერთი შანსი იმისა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს, დედისერთობაა. "გამიმართლა, რომ ერთი შვილი ვყავარ დედაჩემს", - აცხადებს Drago Flowers "ინფო რუსთავთან" სუბარში. მისი თქმით, რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, სადაც დღეს ის შემოწმებაზე იმყოფებოდა, განმარტა მიზეზები, თუ რატომ არ შეუძლია ჯარში მსახურება, თუმცა სამსახურში განუცხადეს, რომ: "შენი გადასაწყვეტი არ არის, თუ შენ და ან ძმა გყავს, აუცილებლად წახვალ ჯარში".

რა ბედი ელის რუსთაველ ქვიარ ახალგაზრდას, რომელსაც ქვეყნის სამსახურში ყოფნა არც უნდა და არც შეუძლია? საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეათებენ რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში.