ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2019-11-06 00:43:13

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შოთა რუსთაველის მოედანთან. [ვიდეო/video]

"მერსედესის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 27 წლის მამაკაცს დაეჯახა.

როგორც ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, მამაკაცი გზაზე გადარბოდა, რა დროსაც ის მანქანას დაეჯახა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.