სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია რუსთავშია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ვაქცინაცია ქალაქის მასშტაბით დიაგნოსტიკურ ცენტრებში უკვე გადანაწილდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, იმ ბენეფიციართა კატეგორიას, რომლებსაც ვაქცინაციით სარგებლობა უფასოდ შეუძლია, წელს პირველად, საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი დაემატა.
ასევე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის, დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის მქონე და შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, მოხუცთა თავშესაფრისა და ბავშვთა საოჯახო ტიპის ბენეფიციართათვის, ასევე მათი მომვლელებისთვის. ვაქცინაცია უფასოა სამედიცინო პერსონალისთვის.
წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 60 000 ერთეულით მეტი, ჯამში სულ 100 000 ვაქცინა შემოვიდა და ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა. ბეგაშვილის ინფორმაციით, ამის მიზეზი სამიზნე კონტიგენტის გააქტიურება გახდა. "იყო ძალიან დდაბალი აქტივობა, იყო სკეპტიკური დამოკიდებულება აცრისადმი, თუმცა ბოლო წლების შედეგებით, ზოგმა თავის თავზე გამოსცადა აცრის სიკეთე, საფრთხეების აღქმა მოახდინა სამიზნე კონტიგენტმა, რისკები სწორად შეაფასა და უფრო აქტიური გახდა", - აცხადებს
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი.