როდის ჩართავენ რუსთავის ბაღებში გათბობას

2019-11-05 17:16:56

როდის ჩაირთვება რუსთავის საჯარო ბაღებში გათბობის სისტემა ამ ეტაპზე უცნობია.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათბობის სისტემა ჯერ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებმა უნდა შეამოწმონ და სწორედ ამის შემდეგ მოხდება გათბობის ჩართვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ბაგა-ბაღებში გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით მშობელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ გაერთიანების ადმინისტრაციას გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის გაგზავნილი აქვს ოფიციალური შეტყობინება ჯგუფებში დამონტაჟებული გამათბობლების უსაფრთხოების ყოველწლიური, გეგმიური შემოწმების გასავლელად. ამჟამად ველოდებით მათ რეაგირებას და ბაღებში ეტაპობრივად დაიწყება გათბობის ჩართვა.
ბაგა-ბაღების გაერთიანება ყველაფერს აკეთებს, რომ არ დაირღვეს როგორც ბავშვის უფლებები, ისევე მათი უსაფრთხოება"- წერია ბაგა ბაღების გაერთიანების ფეისბუქზე.