მოსწავლეებმა კლასელი დაამცირეს

2019-11-05 00:33:08

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბულინგის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს სანდო წყარო უყვება, მოსწავლეებმა თანაკლასელ ბიჭს გარკვეული მოქმედების შესრულება აიძულეს, შემდეგ კი დასცინეს. წყაროს ინფორმაციით, მოვლენები საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განვითარდა.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, მოსწავლე მომხდარის შემდეგ, უკვე რამდენიმე დღეა საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება და მას ფსიქოლოგიური დახმარების კურსი უტარდება.

სკოლის დირექტორი აცხადებს რომ ინფორმაციას მომხდარის შესახებ არ ფლობს და რომ აღნიშნული თემით აუცილებლად დაინტერესდება და მოიკითხავს.

საინფორმაციო სააგენტო მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს აზუსტებს.

"ინფო რუსთავი" სკოლის და მოსწავლის იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები