კარფური რუსთავში რამდენიმე კვირაში გაიხსნება

2019-11-04 00:07:38

რუსთავში, მეგობრობის 27 ნომერი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კარფური გაიხსნება.

წყარომ, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ისურვა, "ინფო რუსთავს უთხრა, რომ კარფური მეტრომარტის ყოფილ შენობაში განთავსდება. ფუნქციონირებას კი სავარაუდოდ ახალ წლამდე დაიწყებს. შენობაში სუპერმარკეტის გახსნისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მოგვიანებით კი სუპერმარკეტების ქსელი "კარფური" უკვე შარტავას გამზირზე, კონკრეტულად კი ავეჯის სახლ "ემბავუდი"-ს გვერდით ახალ სავაჭრო ცენტრში განთავსდება. ობიექტის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

შენობა საკმაოდ დიდ ფართზე განთავსდება და ერთ სართულიანი იქნება. სუპერმარკეტს ექნება ღია და მიწისქვეშა პარკინგი, შენობაში შეგეძლებათ როგორც სურსათის ასევე ტექნიკის და ტანსაცმელის შეძენა, ასევე საუბარია რომ ფართები დაიკავოს რამდენიმე ევროპულმა ბრენდმა.

გარდა სავაჭრო დანიშნულებისა კარფურს ექნება გასართობი ფუნქციაც, შენობაში მოეწყობა კაფეები და სხვადასხვა ბრენდის კვების ობიექტები, ასევე გასართობი სივრცეები.