ზურაბ ტაბაღუა მერიიდან წავიდა

2019-11-03 15:34:43

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავს თავად ზურა ტაბაღუამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე 2 დღის წინ დატოვა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სავარაუდოდ ზაზა ზაზაძე იქნება.