მეუფე იოანე მრევლს დაემშვიდობა

2019-11-03 12:30:01

“მე არ გემშვიდობებით, ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაკავშირებს და ეს არ მთავრდება”, - ასე გამოემშვიდობა მიტროპოლიტი იოანე განრეკელი მრევლს, რომელიც ამ წუთებში რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარშია შეკრებილი.

მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა დღეს ამ ტაძარში ღვთისმსახურება ბოლოჯერ აღავლინა და აქ შეკრებილ მორწმუნეებს მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ფაქტის გამო ეკლესიაში დღეს განსაკუთრებით ხალხმრავლობაა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, 11 წლის განმავლობაში რუსთავის ეპარქიაში ბევრი რამ ისწავლა.

შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე იოანე განრეკელი ქუთაის-გაენათის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა.

რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია || უხელმძღვანელებს.