პოლიციამ 1 პირი დააკავა [video]

2019-11-02 18:33:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ჩ. ქუთაისში დააკავეს. [ვიდეო/video]

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.