"მოგონებები მარო ტყავაძეზე" - რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, გამოჩენილი, რუსთაველი ალპინისტი ქალისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე, მარო ტყავაძის პირადი ნივთები და ფოტომასალები იყო წარმოდგენილი.
"მოგეხსენებათ, რომ ის რუსთავის დაარსების დროიდან, ჩვენი ქალაქის მცხოვრები იყო. მუშაობდა მეტალურგიულ ქარხანაში, პროფესიით ენერგეტიკოსი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან აქტიურად იყო ჩართული ალპინიზმის კუთხით. იგი არის ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც 1923 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილ ექპედიციაში მიიღო მონაწილეობა და დაიპყრო მყინვარწვერი. ჩვენი გამოფენა არის ერთგვარი ხსოვნა და პატივი ამ დიდებული ქალბატონის წინაშე", - განაცხადა ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზი პაჭიკაშვილმა.
გენდერული საბჭოს ინიციატივით, წელს, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მარო ტყავაძის სახელი მიენიჭა.