სათვალთვალო კამერები რუსთავის პარკში [photo]

2019-11-01 00:27:32

რუსთავის ცენტრალურ პარკში სათვალთვალო კამერები მონტაჟდება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

კამერები, პარკის ტერიტორიაზე, 8 ლოკაციაზე დამონტაჟდება.

2 კამერა პარკის შესასვლელში, 1 ვარდების ბაღთან, 1 ბავშვთა გასართობ მოედანზე, 1 სანაპირო ზოლთან, 1 შემოსასვლელ ხიდთან, 1 ამფითეატრთან, 1 კი, პარკის ცენტრში, ფანტანებთან განთავსდება.

სამონტაჟო სამუშაოებს შპს "ჯეობიტი" ასრულებს.

სათვალთვალო კამერების მონტაჟი, სხვადასხვა ვანდალური ფაქტებისა და ინციდენტების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს.

"მიუხედავად იმისა, რომ პარკს ჰყავს სპეციალური დაცვის სამსახური და მათ ვალდებულებაში და მოვალეობაში შედის ტერიტორიის კონტროლი, დამატებით სხვადასხვა შემთხვევების პრევენციის მიზნით, შეძენილი იქნა სათვალთვალო კამერები, რომლის მონტაჟიც მიმდინარეობს", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.