რუსთავში, ძველ სასაფლაოებზე ძლიერი ხანძარია. ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფის გამო ჯერ ვერ ხერხდება. როგორც ინფო რუსთავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ჰექტარი მიწის ფართობი იწვის.
შეგახსენებთ, რომ ძველი სასაფლაოები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე მუშაობს ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი.