ესპანეთში 17 ქართველი დააკავეს (ვიდეო).

2017-04-05 14:36:46

ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, ინფორმაციას ესპანეთის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრმადრიდში,  ბარსელონაში, საბადელსა და სხვა ქალაქებში  ბინებს ძარცვავდა. ესპანეთში საპოლიციო კონტროლი 3-4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო საქართველოს ატაშეც. ესპანელმა სამართალდამცავებმა საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 17 ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ესპანური პოლიციის ცნობით, დაკავებულებმა  47 ბინ გაძარცვეს, კერძოდ, 11 ბარსელონაში, ერთი  კორნელდა დე ლობრეგატში, ორი ბადალონაში, 13 საბადელში, 15 ტერასაში, ერთი ვიკში  და კიდევ ოთხი მადრიდში. მათ მოპარული ნივთების , მათ შორის ძვირფასეულობისა და ტექნიკის ძირითადი ნაწილი გაყიდეს. ჩხრეკისას აღმოჩენილი  ნაქურდალი  ნივთები  ვიდეომასალაშია  ასახული.


 

RUSTAVI