სოციალური პროექტის "გავიგუდეთ" აქტივისტები, ასევე სოციალურ პროექტს "დაიმგზავრე"-ს უერთდებიან.
რუსთაველი აქტივისტები ავტობუსით ჩავიდნენ თბილისში, სპორტის სასახლის სადგურთან, იქ სადაც ათობით რუსთაველი "ინტერტრანსი"-ს მიკროავტობუსების მოლოდინში იყვნენ და სახლებში დროულად ვერ ბრუნდებოდნენ. აქტივისტებმა მგზავრები მშობლიურ ქალაქში აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ავტობუსით წამოიყვანეს.
"ჩვენ ამ ფორმით სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთაველ მგზავრებს. გარდა მაგისა გზაში ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ცნობიერების ამაღლებაზე და ასევე დაგეგმილ აქციაზე რომელიც მერიის წინ 3 ნოემბერს 16 საათზე გაიმართება", - განაცხადა "გავიგუდეთ" აქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ.