რა უნდა გაითვალისწინონ რუსთაველმა მძღოლებმა [video]

2019-10-29 20:43:50

რა უნდა გაითვალისწინონ რუსთაველმა მძღოლებმა [ვიდეო/video]

სად და როდის არის საცობი რუსთავში - დრონით გადაღებული კადრები

რუსთავში ბოლო პერიოდში, 17 საათიდან 19 საათამდე რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო საცობი შეინიშნება.

სიტუაცია განსაკუთრებით რთულია ლომოურის, ფალიაშვილის და შარტავას ქუჩებზე. ეს ის ქუჩებია საიდანაც საავტომობილო ნაკადი დედაქალაქიდან რუსთავში შემოედინება.

ასევე შედარებით გადატვირთულია მოძრაობა თოდრიას, რუსთაველის და შარტავას მოედანზე.