თურქეთში, დანაშაულებრივი დაჯგუფების 8 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის პოლიციამ, 2019 წლის აქგვისტო-ოქტომბრის თვეებში, საცხოვრებელ სახლებსა და ტექნიკის მაღაზიებში ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სპეციალურმა სამსახურმა, საოპერაციო სამუშაოები, ერთდროულად, 3 სხვადასხვა საცხოვრებელ ბინაში გაატარა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 4 საცხოვრებელი სახლიდან 5000 ლირა, 20 000 ლირის ოდენობის მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, ფეხსაცმელი, 6 ტექნიკის მაღაზიიდან 30 000 ლირის ოდენობის მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და MP3 მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ყალბ პირადობის მოწმობას იყენებდნენ. სისტემატურად იცვლიდნენ ვარცხნილობას, წვერს და ჩაცმულობას.
დანაშაული, 4-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.