რუსთავში, თოდრიას ქუჩის მცხოვრებლები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
ადგილობრივების თქმით, თოდრიას #9 კორპუსში საკანალიზაციო სისტემაა დაზიანებული, რაც სისტემატიურად ხდება საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეკალური მასების ჩამოდინების მიზეზი. მოსახლეობის ინფორმაციით, დღეს ქსელი მწყობრიდან კიდევ ერთხელ გამოვიდა, რამაც კორპუსის ეზოს დატბორვა გამოიწვია. ანტისანიტარიის გამო, ადგილობრივები გარეთ ჩვეულ რეჟიმში გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
კორპუსის მცხოვრებლები პრობლემაზე დროულ რეაგირებას და შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვენ.