"მილზე დავსვამდი მესაკუთრეს და ისე გავაფრენდი"

2019-10-26 15:44:19

"ასეთი კვამლი რომ გაეშვა ჩვენს დროს და ფილტრი არ ჩაერთო, მილზე დავსვამდი მესაკუთრეს და ისე გავაფრენდი", -  ასე გამოეხმაურა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს "ინფო რუსთავის" გადაცემაში Free Live.

გადაცემის წამყვანმა გიორგი ჩომახაშვილმა კირკიტაძეს ჰკითხა, რა ზომებს მიმართავდა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ხელისუფლებაში რომ იყოს და რა კეთდებოდა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ამ კუთხით.

"ყველაზე სირთულე გვქონდა ჰაიდელბერგცემენტთან, ეს მსოფლიო ბრენდია,  ჩვენ არ მოგვერიდა და  დავაყენებინეთ ფილტრები. მიმოწერაც კი მაქვს და ოფიციალური დოკუმენტები ჰაიდელბერგცემენტის სათაო ოფისთან ამის დასადასტურებლად. ასევე სოციალური ვალდებულება ავკიდეთ ქალაქის წინაშე და რუსთავის სარაგბო კლუბს აფინანსებდა ჰაიდელბერცემენტი. როდესაც ვერ ხვდებიან, რომ სოციალური ვალდებულება გააჩნიათ ქალაქის მიმართ, უნდა მიახვედრო, თუ აქვს ხელისუფლებას ამისი თავი", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

წამყვანის კითხვას, ხომ არ ხდებოდა საწარმოების მხრიდან კლუბების დაფინანსება იძულების გზით, კირკიტაძემ ასეთი პასუხი გასცა.

"დავიბარე ჩემთან კაბინეტში და ვუთხარი, თქვენ თუ ვერ ხვდებით, მე მინდა რომ მიგახვედროთ. გარდა იმისა, რომ ამ ქალაქში ჯიბეები გაისქელოთ, ვალდებულნი ხართ გამოიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ვაჩვენე არაერთი მაგალითი. გადმოვუღე ფოლცვაგენის, მერსედესის ანალოგიები, როგორ იქცევიან ისინი გერმანიაში და მოვთხვე იგივე, მათ გააკეთეს. აბა დღევანდელმა გუბერნატორმა და ქალაქის მერმა გაუბედოს ბიძინა ივანიშვილის ჰაიდელბერგცემენტს და მოსთხოვოს რაიმე ქალაქისთვის", - განაცხდა ყოფილმა გუბერნატორმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები