ყველაზე ძვირადღირებული სკვერი რუსთავში [photo]

2019-10-28 00:02:25

რუსთავში, ე.წ ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში "ჩიკაგოს სკვერის" ტერიტორიაზე  საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და გამწვანების სარწყავი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, სკვერში დეკორატიულ-მოსასვენებელი სკამები და ბავშვთა 2 სათამშო მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა სპორტული მოედანი, ამდროისთვის სკვერის ცენტრში ამფითეატრის და ფანჩატურის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია შპს "არბა"-ს წარმომადგენელმა განუცხადა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 973 564 ლარს შეადგენს.