ინფრასტრუქტურული პროექტი მარნეულში

2019-10-26 20:16:30

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აჭურვილი დაწესებულება 120 ბავშვზეა გათვლილი და იგი სოფლის საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული.

ბაღის გახსნის ცერემონიას დღეს, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა. მსგავსი ცენტრების გახსნა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.