ქუჩის გამოკითხვა რუსთავში [video]

2019-10-27 00:47:49

ქუჩის გამოკითხვა რუსთავში [ვიდეო/video]

ვინ არის ქალაქის მერი? იცით თუ არა ვინ არის საკრებულოს თავმჯდომარე? იცნობთ თუ არა რუსთავში ოპოზიციის წარმომადგენლებს? - ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომელიც "ინფო რუსთავმა" "კვირის გამოკითხვის" ფარგლებში რუსთაველებს დაუსვა.

გამოკითხვა რუსთავში, ყველაზე დიდ ქუჩებში, კოსტავას, მეგობრობის, შარტავას გამზირზე და ასევე მე-17 და მე-19 მიკრორაიონებში ჩატარდა.

გამოიკითხა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის, დაახლოებით 200 ადამიანი.