აქცია მე-7 მიკრორაიონში

2019-10-25 20:24:27

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში აქცია გაიმართა.

საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები, საკანალიზაიო სისტემის მოწესრიგებას ითხოვდა.

როგორც "ინფო რუსთვთან" საუბრისას კორპუსის თავმჯდომარემ ნაზი შველიძემ განაცხადა, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა მათ უკვე ერთ კვირაზე მეტია აწუხებთ. პრობლემის მოსაგვარებლად, მათ არაერთხელ მიმართეს "რუსთავის წყალს", თუმცა უშედეგოდ.

აქციის მსვლელობისას, ადგილობრივ მოსახლეობასა და "რუსთავ წყალის" თანამშრომლებს შორის, რომლებიც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენი ხაზის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს აწარმოებდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციაზე მოგვიანებით "რუსთავ წყალის" ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ქავთარაძე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ: - "მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება. ადგილზე იმყოფება მობილური, საავარიო ბრიგადა და მოხდება აღნიშნული ქსელის გაწმენდა"