თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2019-10-25 11:35:00

თურქეთში, საქართველოს მოქალაქე გ.ა. დააკავეს.

როგორც ადგილობრივი, მედია საშუალებები იუწყებიან, საქართველოს მოქალაქემ, 41 წლამდე მამაკაცს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი მიყიდა. სასმლის დალევის შემდეგ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თურქეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის სახლი დაარბია და ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცებად ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელს სახლში ამზადებდა და ყიდიდა.