რუსთაველები თბილისიდან ვერ ბრუნდებიან

2019-10-24 19:22:27

რუსთავის მოსახლეობა თბილისიდან ქალაქში ვერ ბრუნდება.

თბილისში, აჭარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სადგურთან მიკროავტობუსს 100-მდე მგზავრი ელოდება.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ აცნობეს.

" 25 წუთია გაჩერებაზე ვარ, 2 მიკროავტობუსი მოვიდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი ასვლა, იმიტომ, რომ ხალხი ემატება და ემატება, დაახლოებით 100 ადამიანი ელოდება ტრანსპორტს" - აცხადებს მგზავრი.

"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ -  "ამდროისთვის ადგილზე ორი მიკროავტობუსი მივიდა და მგზავრებს ქალაქის მიმართულებით გადმოიყვანს".