25 ოქტომბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-10-24 16:41:11

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს 10:00-დან 19:15  საათამდე შუალედში საათობრივად ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება  აბონენტებს   რუსთავში  მშენებელთა,  თოდრიას, 1 მაისის, მეგობრობის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო   სამუშაოების   დასრულებისთანავე,   ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში