რუსთავში ბრიტანელები ფილმს იღებენ

2019-10-23 11:17:41

სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, სტუდია "სარკე" ბრიტანულ მხატვრულ ფილმს The Lady of Heaven იღებს.

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია რუსთავში, ლეონიძის ქუჩა-ჩერკასისა და ტაშკენტი/მოდებაძის ქუჩების მონაკვეთზე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე.

ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილება შეიზღუდება: ლეონიძის ქუჩაზე - დილის 6:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, ჟიული შარტავას ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის მოედანზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

ისტორიული ჟანრის მასშტაბური მხატვრული ფილმის The Lady of Heaven პროდიუსერია მეთიუ კუიპერსი, ხოლო რეჟისორი ჯონ სტივენსი.