რა სანქციები დაეკისრებათ მეპატრონეებს

2019-10-22 13:25:49

რუსთავის ქუჩებში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვების დაპატიმრება და სპეციალურ ტერიტორიაზე გადაყვანა მოხდება - ამის შესახებ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესაკუთრის დადგენის შემდეგ, პირუტყვის დაბრუნება, სპეციალურ ადგილზე პირუტყვის გადაყვანის, ჯარიმისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების შემდეგ მოხდება.

არსებული ინფორმაციით, პირუტყვის სპეციალურ სადგომზე დღიური მოვლა-პატრონობა, 30 ლარით განისაზღვრება. იმ შემთვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში, მესაკუთრე, პირუტყვის დაბრუნებისთვის, არ მიმართავს მერიის ზედამხედველობის სამსახურს, აუქციონის წესით, პირუტყვის რეალიზება განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. უმეთვალყურეოდ მოსიარულე რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, მეპატრონეს კი ჯარიმას აკისრებენ(თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.