საკრებულოში ხელფასები გაეზრდებათ

2019-10-22 12:21:16

რუსთავის საკრებულოს აპარატის პროფესიულ  საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ - ამის შესახებ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს 9 თანამშრომელს 150 ლარით, ხოლო 22-ს, 120 ლარით გაეზრდება.

"მოხდა საკრებულოს, აპარატის თანამშრომლებზე სარგოს გაზრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებული სტატისტიკით ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის საკრებულოს თანამშრომლები ყველაზე დაბალან აზღაურებადები იყვნენ და ეს ემსახურება მათში მოტივაციის, პროფესიული უნარრ-ჩვევების გაძლიერებას. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გავათანაბრეთ რუსთავის საკრებულოს თანამშრომლები და არა აპარატის ხელმძღვანელები და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რათა მათი შრომისუნარიანობა პროპორციული გახდეს", - განაცხადა სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ამირან ჯანჯღავამ.

არსებული ცვლილებების განხორციელება, შრომის ანაზღაურების ფონდში არსებული ეკონომიების ხარჯზე ხდება.