ტაივანელმა მოხუცმა ქალბატონმა ცნობილი ბრენდის Louis Vuitton-ის 1200 დოლარიანი ჩანთა ბაზარში ნაყიდი ცოცხალი თევზის ჩასაწყობად გამოიყენა. BBC-ის ცნობით, ამ ამბის შესახებ შვილიშვილის მიერ დაწერილმა პოსტმა ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობა მალევე მოიპოვა.
როგორც მოხუცი ქალბატონის შვილიშვილი ჩინურენოვან ბლოგზე წერს, იმის გამო რომ ბებია წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ძველ ჩანთას ატარებდა , გადაწყვიტა, მისთვის ახალი ეყიდა და საჩუქრად 1200 დოლარის ღირებულების ცნობილი ბრენდის Louis Vuitton-ის ჩანთა აჩუქა. მოხუცმა ქალბატონმა არ იცოდა, რომ მისი ახალი ჩანთა ძვირადღირებული იყო და ის ბაზარში ნაყიდი ცოცხალი თევზის ჩასაწყობად გამოიყენა, სახლში მისულმა მოხუცმა კი შვილიშვილს უთხრა, რომ ჩანთა წყალგაუმტარი იყო. როგორც პოსტის ავტორი წერს, როდესაც ძვირადღირებულ ჩანთაში ბაზარში ნაყიდი პროდუქტი დაინახა გადაწყვიტა ბებიისთვის არაფერი ეთქვა, თუმცა ამის შესახებ ჩინურ ბლოგზე დაწერა და აღნიშნული მსოფლიოს მასშტაბით ძალიან სწრაფად გავრცელდა. მის პოსტს 31,000-მდე მეტი მოწონება აქვს.