რუსთავიდან მგზავრები თბილისში ვერ მიდიან

2019-10-22 10:09:30

რუსთავიდან მგზავრები თბილისში ვერ მიდიან.

მიკროავტობუსების დეფიციტია 3 სადგურზე: მე-19 მიკრორაიონში (მაღლივის მარშრუტი), მე-12 მიკრორაიონში (რკ. სადგურის მარშრუტი), თოდრიას წრესთან (დიდუბის მარშრუტი). ტრანსპორტის პრობლემა ძირითადად 9 საათიდან 10 საათამდე დროის მონაკვეთში იყო.

ათობით მგზავრი ამ მომენტისთვისაც მიკროავტობუსების მოლოდინშია.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "პიკის საათია და მოძრაობა გადატვირთულია, სწორედ ამის გამო მიკროავტობუსები დროულად ვერ ახერხებენ რუსთავში დაბრუნებას".