ავარია რუსთავში, დაშავდა 7 ადამიანი [video]

2019-10-22 00:40:13

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე. [ვიდეო/video]

ავარიაში "მაზდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და პენიტენციალური სამსახურის სპეციალური სატრანსპორტო საშუალება მოჰყვა. ავტომობილები საპირისპირი მიმართულებით მოძრაობდნენ და მოსახვევში ერთმანეთს პირდაპირ დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად პენიტენციალური სამსახურის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში ბადრაგებთან ერთად 2 პატიმარი იმყოფებოდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 პატიმარია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 5 დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, პატიმრები კი, კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში განუცხადეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება, სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.