რუსთავში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფო რუსთავს "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
ბეგაშვილის ინფორმაციით, შეძენილი ვაქცინები წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე. ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი.