რუსთავის #9 საჯარო სკოლას დიმიტრი უზნაძის სახელი მიენიჭება - ამის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომაზე, ქალაქ რუსთავის #9 საჯარო სკოლის წერილი განიხილეს და სკოლისთვის დიმიტრი უზნაძის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი, ხმათა უმრავლესობით, განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.