საბერძნეთში ქართველი ეროვნების დამნაშავეთა ჯგუფს ეძებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქართველები 74 წლის მამაკაცს სახლში შეუვარდნენ და 3 საათის განმავლობაში სასტიკად აწამეს. შემთხვევა ათენის გარეუბანში, ვულში მოხდა.
ბერძნული "სი ენ ენი"-ს ინფორმაციით, მძარცველებმა მოხუცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიაყენეს. მედიის ცნობით, დამნაშავეთა ჯგუფი სახლში ფულს ეძებდა.
მძარცველევმა საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანეწერები წაიღეს და მიიმალნენ. მათ პოლიცია ეძებს.