Johnson & Johnson-ის საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოჩნდა

2019-10-20 13:29:43

ამერიკულმა კომპანიამ Johnson & Johnson გაყიდვიდან ამოიღო 33 ათასი საბავშვო ტაკლი Baby Powder მასში აზბესტის უმნიშვნელო რაოდენობით აღმოჩენის გამო, რომელიც კარცეროგენული თვისებებით ხასიათდება. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჯაზე Johnson & Johnson-ის აქციებზე ფასი 7,66 დოლარით(5,62%) შემცირდა და ერთ აქციაზე 128,52 დოლარი შეადგინა. როგორც The Wall Street Journal წერს, ამერიკაში ფიქსირდება ათობით ათასი სარჩელი ამ კომპანიის წინააღმდეგ სავარაუდოდ საბავშვო ტალკების გამოყენებით გამოწვეული სხვადასხვა გართულებების გამო.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში შტატ მისურის სასამართლოში 22 ქალმა ამ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სასამართლომ კი Johnson & Johnson-ს კომპენსაციის სახით 4,69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მათ განუვითარდათ სიმსივნე კომპანიის პროდუქციის გამოყენების გამო. როგორც გასული წლის დეკემბერს The New York Times‎-ი წერდა კომპანიისთვის ათეულობით წლების განმავლობაში იყო ცნობილი, რომ მისი წარმოების საბავშვო ტალკებს შეეძლოთ კიბოს გამოწვევა, თუმცა ის ამ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა.

Johnson & Johnson 1886 წელს დაარსდა. დღეს ის არის მსოფლიო ლიდერი კოსმეტიკური და ჰიგიენის საშუალებების, ასევე სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია. 2017 წელს მისმა კაპიტალიზაციამ 76 მილიარდი დოლარი შეადგინა.

RUSTAVI