გაზის სუნი სადარბაზოებში და ბინებში

2019-10-20 10:49:24

რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე დილიდან ათობით გამოძახება ფიქსირდება.

მოქალაქეები აცხადებენ რომ სადარბაზოებში და ბინებში ბუნებრივი აირის სუნს გრძნობენ.

ადგილზე მიდიან როგორც სოკარ-გაზის ასევე სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

"ინფო რუსთავს" სოკარგ-გაზის თანამშრომლებმა განუცხადეს რომ ბუნებრივ აირზე მოხდა ოდორანტის დამატება და სწორედ ამ სუნს გრძნობს მოსახლეობა.

თუ მოსახლეობა ბუნებრივი აირის სუნს იგრძნობს, პრევენციის მიზნით, დარეკეთ ცხელ ხაზზე16 114.