გომელაური დაკავებულ რუსთაველ პოლიციელებზე

2019-10-19 16:29:06

რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებული პოლიციელების შესახებ, ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ რჩებიან თანამდებობაზე მათი ხელმძღვანელი პირები შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, უპასუხა და განაცადა, რომ: -"მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ყველა ხელმძღვანელები ვართ, ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, ის დაისაჯა უმკაცრესად. ხელმძღვანელი, ვთქვათ იგივე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რატომ უნდა გადადგეს? შეიძლება დეპარტამენტში იყოს 500-600 ადამიანი. რიგითმა რაღაც დააშავა, რატომ უნდა გადადგეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი? პირიქით, უნდა დასაჯო. ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაული იყო და პროკურატურამ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება"