რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2019-10-19 11:08:34

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

19 ოქტომბერი, რუსთავი, თბილისის N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 12:00-დან 20:00-მდე,წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის N1-დან N27-ის ჩათვლით, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწებს და მაჩაბელის ქუჩებს.