მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-10-18 21:20:02

19 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტეპერატურა 17, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან შესაძლებელია ნისლი.

თბილისში 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 19 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 20-22 ოქტომბერს +19, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 ოქტომბერი +25°C, 20 ოქტომბერი +26°C, 21 ოქტომბერი +27°C, 22 ოქტომბერი +24°C.