რუსთავში ახლი სკვერი გაიხსნა [photo]

2019-10-18 20:31:50

რუსთავში, პროფესიულ-დრამატული თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი გაისნა.

სკვერი, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყო. დამონტაჟდა, გარე განათების თანამედროვე სისტემა, განთავსდა სკამები და სანაგვე ურნები. რეკრეაციული ზონა ადაპტირებულია, შშმ პირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ სამუშაოებისთვის  619 295 ლარი, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.