საზარელი მკვლელობა მოხდა ბოლნისში, სოფელ ტალავერში.
არსებული ინფორმაციით, ქმარმა 25 წლის ცოლი ქამრით გაგუდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლის ცხედარი პოლიციის შენობაში მიიტანა და სამართალდამცველებს მკვლელობის შესახებ თავად აცნობა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა ეჭვიანობა ყოფილიყო. გარდაცვლილი მშობლებმა ბაქოში უკვე გადაასვენეს. 25 წლის გოგოს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.